საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 315.0 მლნ. აშშ დოლარია
2021 წლის იანვარში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 315.0 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტი შეადგინა.
საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემებით, რომელიც საქსტატმა გამოაქვეყნა, 2021 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 763.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.3 პროცენტით ნაკლებია. უფრო დეტალურად, აქედან, ექსპორტი 224.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (16.2 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 539.4 მლნ. აშშ დოლარი (16.4 პროცენტით ნაკლები).