იაგო ხვიჩია: ოპოზიციამ უნდა იფიქროს კობახიძის არგუმენტის გაბათილებაზე – “დამიმტკიცეთ 1%-იანი გაყალბება და ხელახალ არჩევნებს ვატარებ”

“მე რომ მივიღო მონაწილეობა, დანარჩენი ოპოზიციის გარეშე ამას აზრი არ აქვს”, – ამის შესახებ “გირჩის” წევრმა, იაგო ხვიჩიამ 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში ჩართულობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ოპოზიციას არჩევნების გაყალბების დამტკიცება სურს, მაშინ უნდა იფიქროს ირაკლი კობახიძის არგუმენტის გაბათილებაზე – “დამიმტკიცეთ 1%-იანი გაყალბება და ხელახალ არჩევნებს ვატარებ”.

“არც დიდი ინტერესი იყო ჩვენი ვადამდელი არჩევნები, ჩვენთვის ძირითადი იყო პროპორციული არჩევნები. შესაბამისად, მე რომ მივიღო მონაწილეობა, დანარჩენი ოპოზიციის გარეშე ამას აზრი არ აქვს. მაგრამ თუ ჩვენ გვინდა არჩევნების გაყალბების დამტკიცება, მაშინ ოპოზიციამ უნდა იფიქროს კობახიძის იმ არგუმენტის გაბათილებაზე, რომელსაც ჰქვია – “დამიმტკიცეთ 1%-იანი გაყალბება და ხელახალ არჩევნებს ვატარებ!”, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები