არჩილ თალაკვაძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ოფისის დირექტორს საქართველოში, ალან გილემს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ოფისის დირექტორს საქართველოში, ალან გილემს შეხვდა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტსა და NDI-ის შორის თანამშრომლობის გეგმას, პარლამენტის საქმიანობის პრიორიტეტებსა და ახალ ინიციატივებს.

არჩილ თალაკვაძემ NDI-ის ოფისის დირექტორთან განიხილა ძირითადი მიმართულებები, რომელზეც მეათე მოწვევის პარლამენტი დონორებსა და პარტნიორ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობისთვის ემზადება – მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა, თემატური კვლევების მხარდაჭერა, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივებს დაეხმარება, საპარლამენტო პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდა, პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაძლიერება და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების მხარდაჭერა.

ალან გილემმა პარლამენტის თავმჯდომარესთან გამოთქვა მზადყოფნა, რომ NDI განაგრძობს საქართველოს პარლამენტის საქმიანობის მხარდაჭერას.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები