დავით კირკიტაძე: ეს არის მოხიბვლა იმ ადამიანების, რომელთაც სურთ თბილი სკამები
უფრაქციო დეპუტატებისთვის საპარლამენტო თანამდებობის დაკავების შესაძლებლობას “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დავით კირკიტაძე გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, აღნიშნული შესაძლებლობა არის იმ ადამიანების მოხიბვლა, რომელთაც პარლამენტში თანამდებობების დაკავება სურთ.
“ეს არის მოხიბვლა იმ ადამიანებისა, რომელთაც სურთ თბილი სკამები, თანამდებობები დაიკავონ პარლამენტში და არ აკეთონ საქმე ქვეყნის მოქალაქეებისათვის. ეს მეტი არაფერია. არავითარ შემთხვევაში ეს არ ჩათვალოთ, რომ არის ზრუნვა დემოკრატიაზე ან მოქალაქის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მოსყიდვა იმ ადამიანების, ვისაც მხოლოდ ერთადერთი რამ ამოძრავებს, ერთადერთი რამის გამო უნდა პარლამენტში შესვლა, რომ იქ იყოს თბილად”, – განაცხადა კირკიტაძემ.