თბილისის მერია, დაამატებით, 180 ავტობუსს შეისყიდის

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი მალე, დამატებით, 180 ერთეულ 8-მეტრიან ავტობუსს შეისყიდის. მისივე თქმით, მერიაში ამჯერად იმ 100 ერთეული ავტობუსის შემოსვლას ელოდებიან, რომელიც უკვე შესყიდულია და რომელიც ყვითელი ავტობუსების სრულად ჩანაცვლებას უზრუნველყოფს.

„მე პირობა მივეცი თბილისელებს, რომ ჩვენ ვიქნებით ქალაქის ის მთავრობა, რომელიც მართლა მოახერხებს ტრანსპორტის მიმართულებით რეფორმის განხორციელებას, ავტობუსების პარკის განახლებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებას, ახალი სქემებისა და მარშრუტების წარდგენას. რა თქმა უნდა, ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა ბევრი კომპონენტისგან შედგება: ზონალურ-საათობრივი პარკირებისგან, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისგან თუ სპეციალური საავტობუსე ზოლების მოწყობისგან.

ჩვენ, ფაქტობრივად, ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა დასრულებული გვაქვს. ველოდებით 100 ერთეული 12-მეტრიანი BMC-ის მარკის ავტობუსის შემოსვლას, რომელიც უკვე შესყიდული გვაქვს. ამით არსებული ყვითელი ავტობუსების პარკი მთლიანად ჩანაცვლდება და დედაქალაქში არცერთი ყვითელი ავტობუსი აღარ იმოძრავებს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს და აუცილებლად იქნება ყველაზე კომფორტული და ყველაზე სწრაფი. ჩვენ დღეს გვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ როდესაც კონკრეტულ პროექტებს ვახორციელებთ, პრიორიტეტული ხდება საავტობუსე ზოლები. რა თქმა უნდა, ამას თან ახლავს ძალიან ბევრი კვლევა. ყველა ქუჩაზე ვერ მოეწყობა საავტობუსე ზოლები, თუმცა როცა კვლევა გვაჩვენებს, რომ კონკრეტულ ქუჩაზე საავტობუსე ზოლი აუცილებელია, რა თქმა უნდა, ამას აუცილებლად გავაკეთებთ, რათა იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად იყენებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე დაუბრკოლებლად და კომფორტულად მივიდნენ. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება, დამატებით, ახალი ავტობუსების შეძენა და უახლოეს მომავალში ვაპირებთ 180 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვას”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები