კალაძე: კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 3 ათასი ოჯახიდან 1 500-მდე ოჯახი დავაკმაყოფილეთ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები 3000 ოჯახიდან 1500-მდე ოჯახის ფართებით დასაკმაყოფილებლად მერიამ შესაბამისი ნაბიჯები გადადგა. როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამ პრობლემას, რომელიც მოსახლეობას დიდი ხანია, აწუხებს, მუნიციპალიტეტი მალე მთლიანად მოაგვარებს.

„აღწერის თანახმად, 3 ათასი ოჯახი გამოვლინდა, ვინც კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალდა. ეს არის პრობლემა, რომელიც რამდენიმე ათეული წელია, არსებობს. სახელმწიფოს ეს ვალი აღიარებული აქვს და ეს ოჯახები  ელოდებოდნენ საკუთარ საცხოვრებელ ფართებს, თუმცა, წლების განმავლობაში მათ ყურადღებას არავინ აქცევდა. ჩვენ გადავწყვიტეთ ამ საკითხის მოგვარება და კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით.

ამ 3 ათასი ოჯახიდან 1500-მდე ოჯახი დავაკმაყოფილეთ, რაც ვფიქრობ, კარგი შედეგია. ამ პირებს გადაეცათ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზეც ინვესტორი კომპანიები ვალდებულნი არიან, ჩვენი სამსახურების ზედამხედველობით, ააშენონ საცხოვრებელი კორპუსები და ეს ადამიანები ბინებით დაკმაყოფილდნენ. დარჩენილ 1500 ოჯახს ვაძლევ პირობას, რომ მალე ისინიც დაკმაყოფილდებიან საკუთარი საცხოვრებელი ფართებით და ეს პრობლემა მთლიანდ მოგვარდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები