გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესზე ე.წ. ოქროს მოწმის, დაზარალებულ გური ამირხანაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების პროცესზე ე.წ. ოქროს მოწმის, დაზარალებულ გური ამირხანაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს.
შაქარაშვილის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, კითხვები იქნება შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებითაც.
“რა თქმა უნდა, კითხვები იქნება შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ასევე, გიორგი შაქარაშვილი ბოლოს რა ვითარებაში ნახა. გურამ ამირხანაშვილი არის მკვლელობის პირდაპირი მოწმე, რომელსაც გააჩნია ინფორმაცია მკვლელობაში ბრალდებულ 5 პირთან დაკავშირებით”, – განაცხადა საქმის პროკურორმა.