ბარაკ ობამა, პუტინი, მედვედევი და საქართველო – აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის მოგონებები
გასული წლის ნოემბერში წიგნის მსოფლიო ბაზარზე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მემუარების – „აღთქმული ქვეყანა“ გაყიდვები დაიწყო. წიგნი ლამის ბესტსელერად იქცა და კრიტიკოსები ამ ფაქტს იმ საინტერესო მოვლენებსა და ფაქტებს მიაწერენ, რომლებიც ობამამ თავის წიგნში საკმაოდ ხატოვნად აღწერა. წიგნში განსაკუთრებული ადგილი ობამას რუსეთში ვიზიტსაც უკავია. ობამას პირველი ვიზიტი რუსეთში 2009 წლის ივნისში შედგა. რუსეთის პრეზიდენტის პოსტი იმ დროს დიმიტრი მედვედევს ეკავა, ხოლო პუტინი პრემიერის ფუნქცია-მოვალეობების შესრულებით იყო დაკავებული. მრჩეველმა რუსეთის საკითხებში, მაიკ მაკლფომ ვიზიტის წინ ობამა გააფრთხილა, რომ მედვედევი მასთან ახლო ურთიერთობების დამყარებას შეეცდება, რათა აჩვენოს, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს ის იღებს. თუმცა, როგორც მაკფოლდმა განმარტა, არ ღირს იმის დავიწყება, რომ ბოსი პუტინია და გადაწყვეტილებებსაც ის იღებს.
როგორც ობამა იგონებს, მცირე დაკვირვების შედეგად, მალე ისიც მივიდა დასკვნამდე, რომ მედვედევი არაფერს წყვეტს და მხოლოდ შირმა იყო.
„ის იყო ახალი რუსეთის ტიპური წარმომადგენელი – ახალგაზრდა, ევროპულ – მოდურ კოსტუმში გამოწყობილი, თბილი გამოხედვით და ღიმილიანი, თუმცა, ის არ წარმოადგენდა რეალურ ძალაუფლებას რუსეთში“ – ოგონებს ობამა, რომლის თქმითაც ეს ფუნქცია მედვევევის მფარველსა და ბოსს, პუტინს ჰქონდა დელეგირებული.
პუტინი იყო ადამიანი რომელიც სათავეში ედგა სისტემას, რომელიც თავისი სტრუქტურითა და წყობით ძალიან ჰგავდა კრიმინალურ სინდიკატს, რომელსაც თავისი საცეცებით ყველა სფერო ჰქონდა მოცული. ობამას თქმით, მედვედევი იყო ტეხნოკრატი,
„დაბალი. წაბლისფერი თმებით, კარგი მანერებითა და თვითირონიით გაჯერებული ხასიათით ის უფრო კონსულტატს ჰგავდა, ვიდრე – პოლიტიკოსს“, – წერს ობამა.
როგორც ის იგონებს, მედვედევთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე მოვლენები, კერძოდ, ე.წ. სამხრეთ ოსეთში მომხდარი სამხედრო დაპირისპირება და ამ დაპირისპირებაში რუსეთის როლი იყო. ობამას თქმით, შეხვედრაზე მედვედევმა ზედმიწევნით გაიმეორა რუსული პროპაგანდის ის ნარატივი, რომელიც იქაური მედიის მაშვეობით უხვად იფრქვეოდა საინფორმაციო საშუალებებიდან.. როგორც ობამა იხსენებს, მედვედევის მონოლოგის მოსმენის შემდეგ, მას გაახსენდა ცნობილი რუსი მწერლის, სოლჟენიცინის სიტყვები იმის შესახებ, რომ „რუსეთში ტყუილი არა მარტო მისღებ მორალურ კატეგორიად, არამედ სახელმწიფოს მთავარ საყრდენადაც იქცა“.
როგორც ობამა იხსენებს, საქართველოზე საუბრისას მედვედევის სიტყვებსა და გამოხედვაში უზარმაზარი აცდენა დაინახა და იგრძნო, რომ მედვედევს თავადაც არ სჯეროდა იმის, რასაც ლაპარაკობდა.
სხვა, მედვედევისთვის უფრო საინტერესო თემებზე საუბრისას, ობამას თქმით, ის უფრო თავდაჯერებული გახდა.
„მისი ქცევის მანერა და ინტონაცია შეიცვალი, ის ცოცხალს დაემსგავსა“, – წერს ობამა.
მოგვიანებით, მედვედევმა ობამა არაოფიციალურ შეხვედრაზე საკუთარ „დაჩაზე“ დაპატიჟა.
„როცა რუსულ რომანებს ვკითხულობდი, ჩემს წარმოდგენაში დიდი, თუმცა უხეში, კარგად გაუთლელი სახლები წარმომედგინა. ამის მაგივრად ჩვენ აღმოვჩნდით უშველებელ მამულში, რომელიც უზარმაზარი ხეებითა და ღობით იყო გარშემორტყმული. შეხვედრაძე პოლიტიკაზე, ფაქტობრივად, არ გვისაუბრია. მედვედევი „სილიკონის ველით“ დაინტერესდა და იმით, თუ როგორ ვინარჩუნებ ფიზიკურ ფორმას. მედვედევის მეუღლე – სვეტლანა მათი 13 წლის შვილის, ილიას მომავალზე შფოთავდა და აღნიშნა, რომ ილიას სასწავლებლად საზღვარგარეთის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში გაუშვებდნენ“, – იგონებს ობამა.
მისი თქმით, მედვედევების ყოფა ძალიან ჰგავდა საშუალო ამერიკელის ყოველდღიურობასა და ცხოვრების სტილს. ამ ყველაფერმა ჩვენ შორის არსებული დიდი განსხვავებები დამანახა – წერს ობამა. მისი თქმით, მას ძალიან გაუმართლა, რომ დაიბადა ისეთ ქვეყანაში, სადაც გარკვეული სოციალური სტატუსის მისაღწევად და პოლიტიკური კარიერის შესაქმნელად არაა საჭირო მილიარდიან „ატკატებზე“ თვალის დახუჭვა და ოპონენტების შანტაჟი.
როგორც ობამა იხსენებს, მთავარი შეხვედრა მას ოგარიოვოში პუტინთან ელოდა. მრჩევლებმა ობამა გააფრთხილეს, რომ პუტინი ძალიან მგრძნობიარეა და მწვავედ რეაგირებს მაშინ, როცა ფიქრობს, რომ მის პერსონას ზერელედ, ანუ სათანადოდ არ აღიქვამენ. მრჩევლების რეკომენდაციის მიხედვით, კარგი იქნებოდა, თუ ობამა პუტინის კეთილგანწყობის მოპოვებას საუბრის დასაწყისშივე შეეცდებოდა.
ობამას თქმით, სწორედ ამას ემსახურებოდა მისი კითხვა, თუ რას ფიქრობდა ის აშშ-რუსეთის ურთიერთობებზე.
„ამით მე პუტინს მივეცი საშუალება, ყველა წუხილი და პრეტენზია გამოეთქვა და ეს მონოლოგო 45 წუთს გაგრძელდა“, – იგონებს ობამა.
მისი თქმით, პუტინი ნაწყენი იყო ამერიკაზე იმის გამო, რომ რუსეთს თანასწორ პარტნიორად არ აღიქვამდნენ. პუტინის შეფასებით, რუს ხალხს სათანადო პატივს არ სცემდნენ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი დაეხმარა აშშ-ს სადამ ჰუსეინთან პრობლემების მოგვარებაში. 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, აშშ-ს მიაწოდა სადაზვერვო ინფორმაცია, დაუთმო ბაზები ყირგიზეთსა და უზბეკეთში ავღანეთის დასაბომბად.
როგორც ობამა იხსენებს, პუტინი განსაკუთრებით უკმაყოფილო იყო ნატო-ს გაფართოებით და ფერადი რევოლუციებით რუსეთის სიახლოვეს. ობამას თქმით, ის შეეცადა, პუტინის ყველა პრეტენზიაზე არგუმენტირებული პასუხი გაეცა, თუმცა, შეამჩნია, რომ პუტინს ეს მაინცდამაინც არ აინტერესებდა.
როგორც ობამა წერს, ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ, პუტინმა მზადყოფნა გამოთქვა რუსულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვაზე და დაამატა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მედვედევმა უნდა მიეღო. ობამას თქმით, ორივემ იცოდა, რომ ეს ასე არ იყო.
„პუტინი მაგონებდა იმ ტიპის ადამიანებს, როლებიც ერთ დროს ჩიკაგოს პოლიტიკურ წრეებს წარმოადგენდნენ. ესენი იყვნენ მკაცრი, სენტიმენტებს მოკლებული ხალხი ქუჩიდან, ვისაც შანტაჟი, ძალადობა და ქრთამი მიზნის მიღწევის ლეგიტიმურ და გამართლებულ საშუალებად მიაჩნდათ“, – წერს ობამა.
მისი თქმით, იქ, სადაც მთავარი მიზანი ქონების დაგროვებაა, ადამიანის ამგვარი მენტალიტეტით უპირატესობაა და არა – ნაკლი.
როგორც ობამა წერს, ბერლინის კედლის დანგრევისა და რუსეთის ხელისუფლებაში ელცინის მოსვლის შემდეგ ეგონა, რომ მალე რუსეთიც ცივილიზირებული და დემოკრატიული სამყაროს ნაწილი გახდებოდა, თუმცა, მისი მოლოდინი არ გამართლდა.
როგორც ობამა ამბობს, მას ეს ილუზიეპი პუტინის ხელისუფლების პირველივე წლებში გაუქრა და მიხვდა, რომ რუსეთში ითხოვდნენ ადამიანს, რომელიც იქ არსებულ ქაოსს მკაცრი ხელით დაასრულებდა და პუტინმაც ეს დაკვეთა დიდი სიამოვნებით მიიღო.
„პუტინის რუსეთი მართლაც იწვევს შიშს, თუმცა, არა მიბაძვის სურვილს“, – წერს ობამა.