ევროკომისიის ანგარიში: საქართველოში შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა გაუმჯობესდა, რასაც ეკონომიკურმა ზრდამ შეუწყო ხელი
შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა გაუმჯობესდა, რასაც ეკონომიკურმა ზრდამ შეუწყო ხელი, თუმცა სისუსტეები კვლავ რჩება, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს შესახებ ევროკომისიის ანგარიშში.
„20-64 წლის ასაკის მოსახლეობაში დასაქმების მაჩვენებელი 2023 წლის 56.9%-დან 2024 წელს 60.4%-მდე გაიზარდა, თუმცა მაინც გაცილებით დაბალია იმ წევრ სახელმწიფოებთან შედარებით, რომლებსაც დასაქმების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ (67%). 15 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაში უმუშევრობის დონე 2023 წლის 16.4%-დან 2024 წელს 13.9%-მდე შემცირდა“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის ახალი ეროვნული სტრატეგია კვლავ საჭიროებს მიღებას.
„დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შესაძლებლობები გაფართოვდა, რასაც ხელი შეუწყო მუნიციპალიტეტებში მისი ქსელის გაფართოებამ. შრომისა და დასაქმების პოლიტიკის ახალი ეროვნული სტრატეგია კვლავ საჭიროებს მიღებას. შრომის ბაზრის ზოგიერთი სტრუქტურული სისუსტე ნარჩუნდება, მათ შორის, კადრების კვალიფიკაციასა და ბიზნესის საჭიროებებს შორის მუდმივი შეუსაბამობა, ახალგაზრდებში მაღალი უმუშევრობა, მნიშვნელოვანი გენდერული და რეგიონული უთანასწორობა. 2023 წელს დინამიური ზრდის შემდეგ, რეალური ხელფასები 2024 წელს კვლავ მკვეთრად გაიზარდა, 15%-ით“, – აღნიშნულია ანგარიშში.