ევროკომისიის ანგარიში – 4 ოქტომბრის არჩევნებზე: წინასაარჩევნო პერიოდი აღინიშნა ინტენსიური პოლიტიკური პოლარიზაციით, ძალადობით, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დაშინებით

საქართველოში მუნიციპალური არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართა – წინასაარჩევნო პერიოდი აღინიშნა ინტენსიური პოლიტიკური პოლარიზაციით, ძალადობით, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დაშინებით, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს შესახებ ევროკომისიის ანგარიშში.

„ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს. საარჩევნო კანონმდებლობაში იმ ცვლილებებმა, რომლებმაც უპირატესობა მმართველ პარტიას მიანიჭა, განსხვავებული აზრის მასშტაბურ ჩახშობასთან ერთად, მკვეთრად შეამცირა კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა“, – აცხადებენ ევროკომისიაში.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, რეპრესიული გარემოს გამო, ადგილობრივი დამკვირვებლებიც ძირითადად არ იყვნენ წარმოდგენილნი.

„გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლების მიერ საერთაშორისო დამკვირვებლების, კერძოდ ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR), დროულად მოწვევაზე უარის თქმამ შეარყია საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა და ხელი შეუშალა სანდო საერთაშორისო მონიტორინგს. რეპრესიული გარემოს გამო, ადგილობრივი დამკვირვებლებიც ძირითადად არ იყვნენ წარმოდგენილნი. ამომრჩეველთა აქტივობა შედარებით დაბალი იყო“, – აღნიშნულია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები