„დიმიტრი ყიფიანისა და ილია ჭავჭავაძის პროგრამულ შეხედულებათა ურთიერთმიმართება“ – თამაზ ჯოლოგუას საჯარო ლექცია

6 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიასეული „ხუთშაბათობის“ ფარგლებში, „მუზეუმების გაერთიანების“,  თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში გაიმართება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, თამაზ ჯოლოგუას საჯარო ლექცია თემაზე: „დიმიტრი ყიფიანისა და ილია ჭავჭავაძის პროგრამულ შეხედულებათა ურთიერთმიმართება“. ინფორმაციას თბილისის მუზეუმების გაერთიანება ავრცელებს.
დიმიტრი ყიფიანმა 1840-იან წლებში ჩამოაყალიბა „ეროვნული ხსნის პროგრამა“, რომელიც მიზნად ისახავდა განათლებისა და კულტურის განვითარებით ეროვნული თვითშემეცნების გაძლიერებას. მისი იდეები მომდევნო ათწლეულებში განსაზღვრავდა საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ძირითად მიმართულებას.
1860-იან წლებში ჩამოყალიბდა ახალი კულტურულ – იდეოლოგიური პრინციპები. განსხვავებული მსოფლმხედველობის მიუხედავად, დიმიტრი ყიფიანისა (მონარქისტი, კონსერვატორი) და ილია ჭავჭავაძის (ლიბერალ – დემოკრატი, ეროვნული მიმართულების) თანამშრომლობამ საფუძველი ჩაუყარა ქართული კულტურის აღორძინებას – ახალი სალიტერატურო ენის, პრესისა და საგამომცემლო საქმიანობის განვითარებას, ასევე ისეთი საზოგადოებების შექმნას, როგორებიცაა „წერა – კითხვის გამავრცელებელი“ და „დრამატული საზოგადოებები“.
დასწრება თავისუფალია!
ადგილმდებარეობა: თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქ. №7 ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალური მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები