მედია: გერმანია ავღანელებს ვიზების გაუქმების სანაცვლოდ ფულს სთავაზობს
გერმანიის მთავრობა ავღანელ მოქალაქეებს, რომლებიც გერმანულ ვიზებს ელოდებიან, ქვეყანაში შესვლის უფლებაზე უარის თქმის სანაცვლოდ ნაღდ ფულს სთავაზობს, – ამის შესახებ ARD-ის საინფორმაციო პორტალი Tagesschau იუწყება.
„გერმანიის მთავრობა ნაღდი ფულით ცდილობს პაკისტანში მყოფი ავღანელების დარწმუნებას, რომ ნებაყოფლობით თქვან უარი გერმანიაში შესვლის უფლებაზე. ეს ზრდის ზეწოლას მომლოდინეებზე“, – აღნიშნავს პორტალი.
გამოცემის ცნობით, 2100-მდე ავღანელი გერმანიაში შესვლას ჯერ კიდევ ელოდება.