ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის (EPP) გავლენიანი გერმანელი წევრის, ანგელიკა ნიბლერის წინააღმდეგ თაღლითობის ბრალდებით გამოძიება დაიწყო

Bayerischer Wirtschaftstag 2019

ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის (EPP) გავლენიანი გერმანელი წევრის, ანგელიკა ნიბლერის წინააღმდეგ თაღლითობის ბრალდებით გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ გამოცემა POLITICO წერს.

ანგელიკა ნიბლერი აცხადებს, რომ თაღლითობის შესახებ ბრალდებები „უსაფუძვლოა“.

ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ევროპის პროკურატურის (EPPO) მოთხოვნის საფუძველზე სამშაბათს შუადღეს დაიწყებს დებატებს იმის შესახებ, უნდა მოეხსნას თუ არა ევროპის სახალხო პარტიის წევრ ნიბლერს საპარლამენტო იმუნიტეტი.

გამოცემის ცნობით, ოთხიდან ორი საპარლამენტო წარმომადგენლის განცხადებით, რომელთა ვინაობაც ანონიმურია საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, პროკურატურამ ნიბლერი დაადანაშაულა იმაში, რომ მან თანაშემწეები მძღოლებად დაიქირავა, რათა ის მშობლიური მიუნხენიდან ბრიუსელსა და სტრასბურგში ეტარებინა – ასევე პირადი და საქმიანი შეხვედრებისთვის, რომლებიც არ უკავშირდებოდა მის საქმიანობას ევროპარლამენტის დეპუტატის რანგში.

„ბრალდებები უსაფუძვლოა. მსურს, რომ საქმის ფაქტები რაც შეიძლება სწრაფად გაირკვეს“, – განაცხადა ნიბლერმა POLITICO-სთან. „მე სრულად დავუჭერ მხარს ამ გამოძიებას“, – დასძინა მან.

EPPO-ს სპიკერმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია „არც კომენტარს გააკეთებს და არც დაადასტურებს, რომელ გამოძიებებზე ვმუშაობთ. ეს იმისთვის კეთდება, რომ საფრთხე არ შეექმნას გამოძიების შედეგს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები