ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 188 წელი და საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის მრავალფეროვანი პროგრამა

8 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 188 წელი სრულდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი მრავალფეროვან პროგრამას გეგმავს:
„14:00 საათი – მუზეუმის ამოსასვლელთან მდებარე განახლებულ „ილიას ხეივანში“ საზეიმოდ გაიხსნება აკაკი წერეთლისა და გალაკტიონ ტაბიძის ბიუსტები;
15:00 საათზე – ღონისძიების ოფიციალური ნაწილი, მისალმება; პრემია „საგურამოს“ და ილიას მედლის ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონიალი.
მობრძანდით, ერთად აღვნიშნოთ ილია ჭავჭავაძის დაბადების დღესასწაული“, – წერია საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები