პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში უწყვეტ სამხედრო გაწვევას ითვალისწინებს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ცვლის რუსეთის მოქალაქეების სამხედრო სამსახურში გაწვევის მიდგომას. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
კერძოდ, კანონი თანახმად, მოქალაქეები სამხედრო სამსახურში გაწვეულნი იქნებიან მთელი კალენდარული წლის განმავლობაში (1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე) რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანებულების საფუძველზე.
სამედიცინო შემოწმებები, პროფესიული ფსიქოლოგიური შემოწმება და გაწვევის კომისიის სხდომები მთელი კალენდარული წლის განმავლობაში ჩატარდება, ხოლო მოქალაქეები სამხედრო სამსახურის ადგილებში რუსეთის კანონმდებლობით უკვე დადგენილ ვადებში (1 აპრილიდან 15 ივლისამდე და 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე) გაიგზავნებიან.
კანონი ითვალისწინებს, რომ ეს დებულებები არ ვრცელდება რეზერვში მყოფ მოქალაქეებზე.