ისრაელმა „ჰამასის“ ტყვეობაში გარდაცვლილი კიდევ ერთი მძევლის ცხედარი მიიღო
ისრაელმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ ტყვეობაში გარდაცვლილი კიდევ ერთი მძევლის ცხედარი მიიღო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციამ განაცხადა.
„წითელი ჯვრის მეშვეობით, ისრაელმა მიიღო კუბო, რომელშიც გარდაცვლილი მძევლის ცხედარი იყო და რომელიც ღაზას სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალებს (IDF) გადაეცა. იქიდან ის ისრაელში გადაასვენეს… შემდეგ ცხედარი ჯანდაცვის სამინისტროს სასამართლო მედიცინის ეროვნულ ინსტიტუტს გადაეცემა. იდენტიფიკაციის პროცესის დასრულების შემდეგ, ოჯახს ოფიციალურად ეცნობება“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და პალესტინურ მოძრაობა „ჰამასს“ შორის ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 10 ოქტომბერს შევიდა ძალაში.