ნინო ვიბლიანი: იმ ადამიანებისთვის, ვის საკუთრებაზეც გაივლის ჯვარი-ხორგას ელექტროგადამცემი, მოხდება კომპენსირება მაღალი საბაზრო ფასით, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაადგინა
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”/ შპს „ენერგოტრანსი” ჯვარი-ხორგას შემაერთებელი ელექტროგადამცემი ქსელის პროექტის ფარგლებში, ჯვარისა (500/220 კვ) და ხორგას (220/110 კვ) ქვესადგურების დამაკავშირებელი 500 და 220 კვ-იანი 56 კმ სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას ახორციელებს.
როგორც ,,კვირას” სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს, პროექტს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია საქართველოს ენერგეტიკულ სისტემებს შორის დამატებითი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით. პროექტი ზრდის ქვეყნის შესაძლებლობებს როგორც ელექტროენერგიის სიმძლავრის, ასევე საქართველოს რეგიონების ელექტრომომარაგების კუთხით.
პროექტის შესახებ და მის მნიშვნელობაზე დღეს ჯვარის ქვესადგურში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა ისაუბრა.
,,მნიშვნელოვანია, რომ ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის მშენებლობისას დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, ჯვარი-ხორგას პროექტის ღირებულება დაახლოებით 16 მლნ ევროა. პროექტი მნიშვნელოვანია რეგიონის სტაბილური ენერგომომარაგებისთვის, რაც ადგილზე მნიშვნელოვანია როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ბიზნეს სექტორისთვის. ჯვარი-ხორგას დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, გარდა ამისა, ყოველივე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, როგორც უშუალოდ რეგიონის, ასევე მთლიანად ქვეყნის ენერგომომარაგებას. მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანებისთვის ვის საკუთრებაზეც გაივლის ახალი ელექტროგადამცემი მოხდება კომპენსირება მაღალი საბაზრო ფასით, რომელიც დაადგინა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ. მესაკუთრეებისთვის გადახდილი საკომპენსაციო თანხების ჯამი შეადგენს 4 მილიონამდე ლარს” – განაცხადა ნინო ვიბლიანმა.
პროექტის წარმატებით განხორციელება ერთმნიშვნელოვნად დაკავშირებულია, როგორც ქვეყნის რეგიონების ენერგომომარაგების სტაბილურობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდასთან, ისე ქვეყნის ერთიანი ენერგეტიკული სისტემის მდგრადობის ამაღლებასთან, რაც საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს.
ჯვარი-ხორგას პროექტის ღირებულება დაახლოებით 16 მლნ ევროა. პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდება 271 ანძა. პროექტი ხორციელდება EBRD – ის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის დასრულება 2021 წლისთვისაა დაგეგმილი.