მეუფე დანიელი: ნათლისღების დღეს ყველა წყალი განსაკუთრებული მადლით არის აღვსილი – ნაკურთხ წყალს შეუძლია ადამიანს მოუტანოს როგორც სულიერი, ასევე, ხორციელი კურნება

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის, მეუფე დანიელის განცხადებით, ნათლისღების დღეს ყველა წყალი განსაკუთრებული მადლით არის აღვსილი.

მისივე თქმით, ნაკურთხ წყალს შეუძლია ადამიანს მოუტანოს როგორც სულიერი, ასევე, ხორციელი კურნება.

„დღევანდელ დღეს იკურთხება წყალი. დღევანდელ დღეს ყველა წყალი განსაკუთრებული მადლით არის აღვსილი. განსაკუთრებულია წყლის ბუნება დღეს. განახლებულია წყლის ბუნება დღეს. ნაკურთხი წყალი ეს არის წყალი, რომელსაც შეუძლია, ადამიანს მოუტანოს როგორც სულიერი, ასევე, ხორციელი კურნება. ეს მადლი დღეს მთელს სამყაროს ეფინება“, – განაცხადა მეუფე დანიელმა.

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები