მარტვილში ნათლისღება ტრადიციული განბანვის რიტუალით აღნიშნეს (ფოტო)

მარტვილში ტრადიციულად, სალხინოს დადიანების საზაფხულო რეზიდენციის ეზოს ტაძარში, ნათლისღების წირვის შედეგ, მდინარე წაჩხურაში განბანვის რიტუალი შესრულდა. მიუხედავად თოვლისა და ცივი ამინდისა მდინარე წაჩხურაში განბანვის რიტუალისთვის უამრავი ადამიანი მივიდა.

მდინარე სასულიერო პირებმა აკურთხეს, რის შემდეგაც მორწმუნეები წყალში შევიდნენ. შესრულდა საგალობლები, ასევე დაანთეს სანთლები.

მდინარეში შესვლის ტრადიცია მარტვილში 2007 წლიდან იმჟამინდელი მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს ლოცვა-კურთხევით აღდგა და ყოველწლიურად მასში სულ უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები