დუშეთში შშმ პირთა პანსიონატის ბენეფიციარი საკუთარ ოთახში გარდაცვლილი იპოვეს

დუშეთში, შშმ პირთა პანსიონატში ბენეფიციარი საკუთარ ოთახში გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც დუშეთის შშმ პირთა პანსიონატის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ლია წიკლაური “კურიერთან” საუბარში აცხადებს, ამ დროისთვის, ბენეფიციარის გარდაცვალების მიზეზი მისთვის უცნობია.

“პირველად შევიდა ექთანი, მაშინვე გამოვიძახეთ სასწრაფო, მათ ბენეფიციარი გარდაცვლილი დახვდათ. გარდაცვალების გამომწვევ მიზეზებზე ვერაფერს გეტყვით, სისტემატიურად იტარებდა კვლევებს, სტაციონარშიც იწვა, მედიკამენტებსაც იღებდა, მაგრამ რიგ შემთხვევებში თვითნებურად წყვეტდა მკურნალობას. ექსპერტიზა რასაც დადებს შედეგებს, ყველასთვის ცნობილი იქნება”, – განაცხადა ლია წიკლაურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები