ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესი დღეს მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესი დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება, სადაც დაზარალებული ვახტანგ ახვლედიანი დაიკითხება.
როგორც ახვლედიანის ადვოკატი, კახა წერეთელი აცხადებს, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ახვლედიანი იმ ჩვენებებს დაადასტურებს, რაც მანამდე სასამართლოში აქვს მიცემული.
საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, ვახტანგ ახვლედიანი უშუალოდ თავდასხმის შემსწრეა, როდესაც „ქამრისა“ და „მერსედესის“ მგზავრები გიორგი შაქარაშვილზე ახორციელებდნენ თავდასხმას.
„ახვლედიანი არის ის დაზარალებულ პიროვნება, რომელმაც დაინახა, თუ რა მიმართულებით გარბოდა გიორგი შაქარაშვილი”, – აცხადებს პროკურორი.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულია 5 პირი: არჩილ გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ზ.ხ., ა.ქ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები