ნიკოლოზ სამხარაძე: ოპოზიციაში არიან ძალები, რომელთაც საერთოდ არ აინტერესებთ არჩევნების შედეგები და მათი მთავარი ამოცანა საბოტაჟია

“ოპოზიციის მთელ სპექტრთან შეთანხმება, პრაქტიკულად, შეუძლებლად მიმაჩნია”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციაში არიან ძალები, რომელთაც საერთოდ არ აინტერესებთ არჩევნების შედეგები და მათი მთავარი ამოცანა საბოტაჟია.

„ოპოზიციის მთელ სპექტრთან შეთანხმება პრაქტიკულად შეუძლებლად მიმაჩნია. „იქ არიან ძალები რომელთაც საერთოდ არ აინტერესებთ არც არჩევნების შედეგები და მათი მთავარი ამოცანაა საბოტაჟი. გავიხსენოთ, რა იყო მთავარი საფუძველი იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა – პირველი ეს იყო „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც გაქარწყლდა, გაბათილდა და პირდაპირ დაემთხვა ცესკო-ს შედეგებს. ეს ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ცესკო-ში არაფერი  გაფუჭებულა არცერთ დონეზე. რაც შეეხება ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს, ასეთი ფაქტები იყო, მაგრამ რაც დადასტურდა, ორჯერ მეტი ოპოზიციის მხრიდან გამოვლინდა. რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, არჩევნების მეორე დღეს არასამთავრობო სექტორი გამოვიდა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უპრეცედენტო რაოდენობის ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა. თუმცა შემდეგ „ტრანსფარანს ინტერნეიშენალმა“ განაცხადა, რომ ასეთი ფაქტები არ ყოფილა“, – განაცხადა სამხარაძემ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარს ამბობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები