ზესტაფონში სოფელ ილემის გზის რეაბილიტაცია დასრულდა

საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა სოფელ ილემში. რეაბილიტაციის ფარგლებში, გზის ზედაპირი ბეტონის საფარით მოეწყო. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რომლის ღირებულება 471 975 ლარია.

სოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია ეტაპობრივად განხორციელდა. 2020 წელს გზის აღდგენა მთლიანად დასრულდა და, ჯამურად, 6 კმ – მდე მონაკვეთს ჩაუტარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

სასოფლო გზით, გარდა ადგილობრივი მოსახლეობისა, მეზობელი მუნიციპალიტეტის სოფლებიც სარგებლობენ. განახლებული გზა მათ აძლევს შესაძლებლობას, დროის მოკლე მონაკვეთში შეძლონ გადაადგილება, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.

2021 წლისთვის მერია 70 – მდე პროექტის განხორციელებას გეგმავს როგორც ადგილობრივი ბიუჯეტის, ასევე, რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები