ონის მუნიციპალიტეტში ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები ინტენსიურად იწმინდება

“ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, რეგიონის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში ცენტრალური თუ შიდა სასოფლო გზები ინტენსიურად იწმინდება”, – აცხადებს რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე.

ენუქიძე გზების გაწმენდით სამუშაოებს ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში, მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან, გიორგი მაქარაშვილსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

დეპუტატის ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების გაწმენდით სამუშაოებს შპს “ონის სერვის ჯგუფი” ახორციელებს.

“ამ დროისთვის სრულად გაწმენდილია კურორტ შოვამდე მისასვლელი გზა, ასევე, სოფელ შქმერის, ბარისა და მრავალძლის შიდა სასოფლო გზებიც. მადლობას ვუხდი შპს “ონის სერვის ჯგუფის” ყველა თანამშრომელს, ოპერატიულად და ეფექტიანად განხორციელებული სამუშაოებისათვის, რაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს,” – აცხადებს გოჩა ენუქიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები