ბექა ფერაძე: ყველა დიდ დამსაქმებელთან გვაქვს კომუნიკაცია და ისინი ადასტურებენ მზაობას, რომ მაქსიმალურად ინარჩუნებენ თანამშრომლებს
“ყველა დიდ დამსაქმებელთან გვაქვს კომუნიკაცია და ისინი ადასტურებენ მზაობას, რომ მაქსიმალურად ინარჩუნებენ თანამშრომლებს”, – ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, 1-ელი იანვრიდან შრომის ინსპექციას მიენიჭა მანდატი, რომ შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევაში მოახდინოს ზედამხედველობა.
,,ჩვენ აქტიურად ვხვდებით ბიზნესს. ფაქტობრივად, ყველა დიდ დამსაქმებელთან გვაქვს კომუნიკაცია და ისინი ადასტურებენ მზაობას, რომ მაქსიმალურად ინარჩუნებენ თანამშრომლებს.
თუ თანამშრომლის გათავისუფლება რაიმე წესისა და შრომის კოდექსის დარღვევით მიმდინარეობს, როგორც იცით, 1-ელი იანვრიდან შრომის ინსპექციას მიენიჭა მანდატი, რომ შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მოახდინონ ზედამხედველობა. ასეთ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი მოგვმართავს, მოვახდენთ რეაგირებას და ფაქტს შევისწავლით“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.