ანა ნაცვლიშვილი: თუ ვინმეს აქვს შეხვედრისა და საუბრის სურვილი, კარს არავის მივუხურავთ, არ მიმაჩნია სწორად ინდივიდუალური შეხვედრები

“თუ ვინმეს აქვს შეხვედრისა და საუბრის სურვილი, ჩვენ კარს არავის მივუხურავთ, მე არ მიმაჩნია სწორად ინდივიდუალური შეხვედრები”, – ასე გამოეხმაურა ,,ლელოს” წევრი, ანა ნაცვლიშვილი „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ ინდივიდუალური კონსულტაციების იდეას.

მისი თქმით, მსგავსი შეხვედრები საერთო ოპოზიციურ ფორმატში უნდა იმართებოდეს.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს საუბარი თუ განხილვა მოხდეს იმ ფორმატში, რომელიც შეთანხმებულია და რომელიც არსებობდა და რომელიც შეიქმნა გასულ წელს, საერთო ოპოზიციური საუბრის ფორმატი. არ მგონია, რომ ცალ-ცალკე უნდა მოხდეს რაიმე წინადადების განხილვა. ამიტომ, თუ აქვთ საუბრის სურვილი, ოპოზიციური ფორმატი ღიაა. მე არ მიმაჩნია სწორად ინდივიდუალური შეხვედრები. მით უმეტეს, გაცხადებულია, რა არის მათი წინადადება და ამ წინადადების ირგვლივ თუ მოხდება განხილვა, იმ არსებულ ფორმატებში უნდა მოხდეს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარს ამბობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები