გია ვოლსკი: თუ საუბარია ვადამდელ, ან განმეორებით არჩევნებზე, ამას სამართლებრივი საფუძველი უნდა ჰქონდეს 

“მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით ჩვენი წინადადება უცვლელია, თუ საუბარია ვადამდელ, ან განმეორებით არჩევნებზე, რასაკვირველია, ამას სამართლებრივი საფუძველი უნდა ჰქონდეს და არა შეძახილები, რომელიც გაისმის „ლეიბორისტული პარტიის“ ეზოდან”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

მისი თქმით, ოპოზიციის მთავარი ამოცანა დესტაბილიზაციაა.

„მანდატების გაუქმება გარდაუვალი იქნება, ვინაიდან ამას ითვალისწინებს რეგლამენტი. აქედან გამომდინარე, ის გადაწყვეტილება, რომ გაგრძელებულიყო კიდევ ამ თემაზე ბჭობა, გამოწვეულია იმ რეალობიდან, რასაც საქართველოს ინტერესები ჰქვია და რომელსაც გაცილებით უფრო კარგად ხედავენ, უფრო მეტს საუბრობენ და უფრო ითვალისწინებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც კვლავ გველიან მოლაპარაკების მაგიდასთან, ვიდრე ის სუბიექტები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ დესტაბილიზაცია არის მთავარი ამოცანა.

მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით ჩვენი წინადადება უცვლელია, რომ თუ საუბარია, ჰიპოთეტურად რომ წარმოვიდგინოთ, ან ვადამდელ, ან განმეორებით არჩევნებზე, რასაკვირველია, ამას სამართლებრივი საფუძველი უნდა ჰქონდეს და არა შეძახილები, რომელიც გაისმის „ლეიბორისტული პარტიის“ ეზოდან. ამის საფუძველს ქმნის მხოლოდ კომპეტენტური კომისიის მიერ გაკეთებული დასკვნები, რომელსაც ვერანაირად ვერ გააყალბებ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები