საფრანგეთში Pfizer-ის ვაქცინაზე გვერდითი რეაქცია დაფიქსირდა

საფრანგეთში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე გვერდითი, ალერგიული ხასიათის რეაქცია დაფიქსირდა.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ შემთხვევა სერიოზული შედეგების გარეშე დამთავრდა.

ვერანის თქმით, ქვეყანაში გვერდითი რეაქციები შეესაბამება სხვა ქვეყნების მონაცემს: 100 ათასზე დაახლოებით ერთი შემთხვევა.

საფრანგეთში ვაქცინის პირველი დოზა გუშინ 138 ათასმა ადამიანმა მიიღო.

ქვეყნის მთავრობა ვარაუდობს, რომ თვის ბოლოსთვის მილიონამდე პირის აცრა მოხდება.

ეპიდემიის დაწყებიდან საფრანგეთში 2,7 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 7 ათასზე მეტი პირი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები