პრეზიდენტმა გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი გახარიას ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრად დაინიშნოს გიორგი გახარია“,- ნათქვამია პრეზიდენტის მიერ დღეს გამოცემულ განკარგულებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები