ბექა ოდიშარია: მომავალი წლის პირველი ნახევარი გამოვაცხადოთ კულტურის პრობლემების შესწავლის პერიოდად, ხოლო დარჩენილი წელიწადი გამოვაცხადოთ კულტურის წლად

ასეთი ინიციატივა გაახმოვანა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრმა, ბექა ოდიშარიამ პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრთა კაბინეტის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავდნენ.

ბექა ოდიშარია მიესალმება მთავრობის განზრახვას, რომ კულტურის სამინისტრო ისევ ცალკე სტრუქტურად გამოეყოს.

„ახლა საჭიროა ქართულ კულტურაში დაგროვილი პრობლემების შესწავლა რასაც ქვია, ინვენტარიზაცია და იქნებ რაღაც პერიოდის შემდეგ დავფიქრდეთ და მომავალი წლის პირველი ნახევარი გამოვაცხადოთ ამ პრობლემების შესწავლის პერიოდად, ხოლო დარჩენილი წელიწადი კი გამოვაცხადოთ კულტურის წლად”, – აცხადებს ბექა ოდიშარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები