გიგა ბოკერია: პოლიტიკურმა სპექტრმა, როგორც საზოგადოების უდიდესი ნაწილის ერთობამ, გადაწყვეტილება მიიღო, რომ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ახდენს

“პოლიტიკურმა სპექტრმა, როგორც საზოგადოების უდიდესი ნაწილის ერთობამ, გადაწყვეტილება მიიღო, რომ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ახდენს”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომრის, ავთანდილ ენუქიძის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ სპექტრს ამ საკითხთან დაკავშირებით მყარი პოზიცია ჰქონდა.

„ორ ან სამ ადამიანზე ხომ არ არის ლაპარაკი. უკვე გაფორმდა, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა, როგორც საზოგადოების უდიდესი ნაწილის ერთობამ, გადაწყვეტილება მიიღო, რომ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ახდენს.

ივანიშვილი სწორად ხვდება, რომ ეს წინ დახვდება იმ კრიზისის ფონზე, რაც ეკონომიკაშია და, ზოგადად, დიდი რისკია ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, არა მარტო ასეთი სამარცხვინო ოლიგარქის ერთპიროვნული მმართველობისთვის. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ სპექტრს ამ საკითხთან დაკავშირებით მყარი პოზიცია ჰქონდა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები