რუსული ოკუპაციის კიდევ ერთი სავალალო შედეგი – “შავი არქეოლოგია” საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე (ვიდეო)
იმ მრავალ მავნებლობასთან ერთად, რაც საქართველოს კრემლის ანექსიამ მოუტანა, კიდევ ერთ სამწუხარო მოვლენას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე “შავი არქეოლოგების” მომრავლება წარმოადგენს.
მათი უმრავლესობა „ტურისტებად“ ან „ბიზნესმენებად“ შენიღბული რუსები არიან. განძის მაძიებლები არქეოლოგიური ძეგლების უკანონო გათხრას მეტალოდეტექტორებით აწარმოებენ და მოპოვებულ არტეფაქტებს – უიშვიათეს ნაკეთობებს შავ ბაზარზე ყიდიან. ასევე, მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლები რუსული ბაზების მშენებლობასაც ეწირება, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა სამუდამოდ ნადგურდება…
არქეოლოგი და ისტორიკოსი ზურაბ ბრაგვაძე, “შავი არქეოლოგიისა” და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან მითვისებული თუ განადგურებული არტეფაქტების შესახებ ვიდეოინტერვიუში საუბრობს. ბრაგვაძე აქამდე უცნობი იმ ფაქტების შესახებ გვიყვება, რომლებიც ოკუპაციის უმძიმეს შედეგებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ამჯერად განსხვავებული რაკურსით აჩვენებენ.
ვანდალიზმი, სრული განუკითხაობა, რუსეთის თავგასულობა, ე.წ ხელისუფალთა გულგრილობა და სპეციალისტების ნაკლებობა – ზურაბ ბრაგვაძის ვიდეოინტერვიუში ნახავთ, რას და რატომ ეწირება კულტურული მემკვიდრეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.