ხატია დეკანოიძე: ვფიქრობ, ქვეყნის ინტერესშია, რომ “ქართულმა ოცნებამ” ოდნავ მაინც გამოიჩინოს კეთილგონიერება
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, როდესაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მე-5 რაუნდი გაიმართება, ეს არ უნდა იყოს მოლაპარაკება მოლაპარაკებისთვის.
მისივე თქმით, შეთანხმება სწორედ ვადამდელ ან ხელახალ არჩევნებს უნდა შეეხოს.
“ეს არ უნდა იყოს მხოლოდ მოლაპარაკება მოლაპარაკებისთვის, აქ ხელისუფლება კონკრეტულად უნდა მოვიდეს კეთილგონივრული წინადადებით, რომელიც იქნება ზუსტად ის იარაღი, რომელიც ვადამდელ ან ახალ არჩევნებამდე მიგვაღწევინებს. ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ წავედით კომპრომისზე, როდესაც დავიწყეთ მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან. ვფიქრობ, ქვეყნის ინტერესშია ის, რომ “ქართულმა ოცნებამ” ოდნავ მაინც გამოიჩინოს კეთილგონიერება”, – განაცხადა დეკანოიძემ.