ვის აქვს იმუნიტეტი კორონავირუსზე, ანუ რა შემთხვევაში არ დავინფიცირდებით – ვირუსოლოგის მოსაზრება

„ვინც COVID-19-ით დაავადებულ პაციენტთან კონტაქტის შემდეგ არ დაინფიცირდა, შეიძლება, ე.წ. T- უჯრედული იმუნიტეტი ჰქონდეს და ის სხვა კორონავირუსის გადატანის შედეგად არის შეძენილი“, – აცხადებს მეცნიერი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ენგელჰარდის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტის უჯრედების გამრავლების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, პიოტრ ჩუმაკოვი.

მისი თქმით, იმუნიტეტს, რომელიც შეძენილია სხვა მსგავსი ინფექციისგან, შეუძლია, COVID-19 ამოიცნოს. უფრო მეტიც, ჩუმაკოვის განცხადებით, ეს უნარი შეიძლება, გაგრძელდეს რამდენიმე წლის განმავლობაში და ასეთი იმუნიტეტის მქონე ადამიანები მოსახლეობის 10-15 პროცენტს შეადგენენ.

ვირუსოლოგი მიიჩნევს, რომ კორონავირუსით დაინფიცირების დაბალი რისკი არსებობს მათთვის, ვისაც გრიპი აქვს ან ახლახან გადაიტანა. მისი თქმით, ამ ადამიანების სისხლში ბევრია ანტივირუსული ცილის ინტერფერონი, რაც ხელს უშლის ახალი ინფექციას გავრცელებას ორგანიზმში.

რუსული მედიის ცნობით, ამ მოსაზრებას იზიარებს გამალეის ცენტრის დირექტორი, ალექსანდრე გინცბურგიც. მისი თქმით, მდგრადობას კორონავირუსისადმი უზრუნველყოფს ცილების დონე, რომლებიც ქმნიან ბუნებრივ თავდაცვის სისტემას, ანუ ინტერფერონებს. გინცბურგის მოსაზრებით, იმ ადამიანებს, ვისაც ბუნებრივად აქვთ ასეთი ნივთიერებების მაღალი დონე, აქვთ წინააღმდეგობა ყველა მსგავსი ვირუსის მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები