დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის ლიეტუველ კოლეგასთან, გაბრიელიუს ლანდსბერგისთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის ლიეტუველ კოლეგასთან, გაბრიელიუს ლანდსბერგისთან.

მინისტრის განცხადებით, დიპლომატებმა ხაზი გაუსვეს კოვიდ პანდემიასთან ბრძოლის პროცესში გაერთიანებული ძალებით მოქმედების მნიშვნელობას.

ამასთან, როგორც ზალკალიანი აცხადებს, მათ  განიხილეს საქართველოში ჩატარებული არჩევნები და იმსჯელეს პარლამენტის გამართული ფუნქციონირების მნიშვნელობის შესახებ.

“მქონდა მეგობრული სატელეფონო საუბარი ჩემს კოლეგასთან. მე მას მივულოცე საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და მასთან ერთად განვიხილე საქართველოსა და ლიეტუვას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები”, – წერს დავით ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები