დავით ზალკალიანი ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა

“მოხარული ვარ, რომ ვესაუბრე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს,” – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.

მისი თქმით, მინისტრებმა, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.

“განვიხილეთ საქართველო-ლატვიის ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონში არსებული სიტუაცია და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი, ასევე კოვიდ პანდემიით გამოწვეული სირთულეები და ორ ქვეყანას შორის კავშირების გასაღრმავების მნიშვნელობა. ამასთან, ვისაუბრეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის დაგეგმილ სამიტთან დაკავშირებით ჩვენს მოლოდინებზე,”- აღნიშნავს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზალკალიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები