სომხეთში აზერბაიჯანის მხრიდან ყარაბაღზე ახალი თავდასხმის შესახებ იტყობინებიან 

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლების შესახებ იტყობინება:

“აზერბაიჯანულმა მხარემ 12 დეკემბერს განაახლა საომარი მოქმედებები არცახის რესპუბლიკის ძველი თაღლარის და ხცაბერდის დასახლებულ პუნქტებში”

შეგახსენებთ, რომ სექტემბრის დასასრულს მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები დაიწყო, რომელიც მრავალწლიანი კონფლიქტის გაგრძელება გახდა. ომის შედეგად მრავალი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა. მხარეებმა რამდენიმეჯერ სცადეს მშვიდობიანი ზავის დადება, მაგრამ შედეგიანი მხოლოდ სამმხრივი შეთანხმება გახდა, რომელიც 10 ნოემბერს იქნა მიღწეული რუსეთის ჩართულობის შედეგად. სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და მათ დაღუპულების ცხედრებიც კი გაცვალეს. შეთანხმების შედეგად ერევანმა ბაქოს გადასცა სამი რაიონი, ხოლო ყარაბაღში რუსეთის მეომრები განლაგდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები