მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად სიკვდილიანობა მკვეთრად გაიზარდა

უკანასკნელი ექვსი კვირის მანძილზე კორონავირუსის შედეგად სიკვდილიანობა მსოფლიოში 60%-ით გაიზარდა. აღნიშნულის შესხებ “ჯანმოს” ხელმძღვანელმა ედროს ადჰანომ გებრეისუსმა განცხადა.

“უკანასკნელი ექვსი კვირის განმავლობაში სიკვდილიანობა დაახლოებით 60%-ით გაიზარდა. მათი უმრავლესობა ევროპასა და ამერიკაში ფიქსირდება”,- განაცხადა გებრეისუსმა.

“ჯანმოს” ხელმძღვანელმა მსოფლიო მოსახლეობას მოუწოდა, რომ სადღესასწაულო სეზონზე არ მოდუნდნენ.

“ზეიმი შესაძლოა სწრაფად გადაიზარდოს ტრაგედიაში, თუკი ჩვენ არ მივიღებთ სათანადო ზომებს თავდაცვისთვის”,- განაცხადა მან.

პორტალ Worldometers მონაცემების მიხედვით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით მსოფლიოში 12 328 პაციენტი დაიღუპა, რაც ახალი რეკორდი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები