38 წელი სამხედრო პოტენციალის აღსადგენად – ომის ეკონომიკა და მსხვერპლი ყარაბაღში

აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური ინსტიტუტის გამოთვლით, ყარაბაღის 6-კვირიან ომში სომხეთმა $4 მლიარდის შეიარაღება დაკარგა.

ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, განადგურებულია მოწინააღმდეგის 252 ტანკი 106 ნაღმტყოტცნი, 275 საარტილერიო დანადგარი, 53 ერთეული ტანკსაწინააღმდეგი საშუალება, 82 ერთეული „გრადის“ ტიპის დანადგარი, 2 ერთეული „ურაგანი“, ასევე, 47 ერთეული ჰაერსაწინააღმდეგო საშუალება, მათ შორის, ს-300 ტიპის 6 დანადგარი. განადგურებულია ასევე 231 სატვირთო ავტომობილი.

როგორც სამხედრო საქმის სპეციალისტები აცხადებენ, ომი სომხეთს საკმაო დიდი რესურსების ფასად დაუჯდა და თუ არაფერი შეიცვალა, ყარაბაღის მეორე ომამდე არსებული სამხედრო პოტენციალის აღსადგენად სომხეთის ეკონომიკას, დაახლოებით, 38 წელი დაჭირდება.

Global Firepower Index-ის თანახმად, საომარი მოქმედებების დაწყებამდე, ანუ 27 სექტემბრის მდგომარეობით, სომხეთის ეკონომიკური შესაძლებლობები ასეთი იყო:

1 თავდაცვის ბიუჯეტი – 512 $ მლნ

2 საგარეო ვალი – 9 მლრდ 170 $ მლნ

3 მსყიდველობითი უნარის პარიტეტი -27 მლრდ 210 $ მლნ

4 სავალუტო და ოქროს რეზერვები – 2 მლრდ 242 $ მლნ
სისია სომხეთის დანაკარგები ცოცხალი ძალის თვალსაზრისითაც. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ

2 ნოემბერს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ყარაბაღში 2 718 მებძოლის ცხედარია იდენტიფიცირებული. არაღიარებული „რესპუბლიკა არცახის“ თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ბრძოლებში „არცახის 1746 მებრშოლი დაიღუპა.

6-კვირიან ომში დაღუპულთა რაოდენობა გაასაჯაროვა აზერბაიჯანმაც.
„ყარაბაღში ჩვენი შეიარაღებული ძალების 2 783 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. 100-ზე მეტი სამხედრო დაკარგულია. დღეისათვის 1 245 სამხედრო მოსამსახურე სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობს“, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ყარაბაღის მეორე ომი მიმდინარე წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 10 ნოემბერს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ქალაქ შუშის აღებით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები