თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

საბავშვო ბაღის შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც კომპანია ,,ჰაუს ტოპი 2009,, ასრულებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 274 274 ლარით ფინანსდება.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი – ,,ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, როგორც მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქებისათვის“იყალთოს საბავშვო ბაღის შენობის თბო-მოდერნიზაციასთან ერთად, ითვალისწინებს განახლებადი ენერგიის მიწოდების ჯაჭვის შექმნას შენობების გათბობის უზრუნველსაყოფად სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებით (ვენახის ნასხლავით). პროექტი 2020 წლის ევროკავშირის მდგრადი ენერგიის ჯილდოს მე-3 ადგილის მფლობელი გახდა.

პროექტის საერთო ბიუჯეტი 748 695,6 ევროს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები