ხელისუფლების წარმომადგენლები საპატრიარქოში მივიდნენ

საპატრიარქოში ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ.

ადგილზე იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

გარდა ამისა, საპატრიარქოში მივიდნენ მთავრობის სხვა წევრებიც. მათ შორის არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები