ირაკლი ჩიქოვანი – პატრიარქზე: ეს არის დანაკარგი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და მართლმადიდებლური სამყაროსთვის

ეს არის დანაკარგი, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, მართლმადიდებლური სამყაროსთვის, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„თითოეული საქართველოს მოქალაქე აღვსილია იმ მადლით, რა მადლიც ჰქონდა ამ უდიდეს ადამიანს თითოეული ჩვენგანის მიმართ“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია პატრიარქის მოსაყდრე შიომ მედიასთან ოფიციალურად დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები