მიხეილ სარჯველაძე: ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს ამ უზარმაზარ დანაკარგს, ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს პატრიარქს და ღმერთმა აცხონოს
ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, ყველა ამ ქვეყნის გულშემატკივარს, ამ უზარმაზარ დანაკარგს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პატრიარქის სასიცოცხლო მაჩვენებლები სწრაფად დაეცა, რომელმაც საბოლოო ჯამში, ეს დიდი ტრაგედია გამოიწვია.
„გულწრფელად, ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, ყველა ამ ქვეყნის გულშემატკივარს, ამ უზარმაზარ დანაკარგს. ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს პატრიარქს და ღმერთმა აცხონოს.
დღეს, საღამოს დაახლოებით 9 საათზე დაიწყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანმა ფუნქციებმა გაუარესება. ეს ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო. სწორედ ამაში მდგომარეობს ჰემორაგიული არასტაბილურობა, რაზედაც ვსაუბრობდით დასაწყისიდანვე. სურვილისა და დიდი იმედის გათვალისწინებით, მოხდა ის, რაც არავის გვინდოდა და სამწუხაროდ, პროცესები განვითარდა ისე, რომ სწრაფად დაეცა ის სასიცოცხლო მაჩვენებლები, რომელმაც გამოიწვია, საბოლოო ჯამში, ეს დიდი ტრაგედია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.