მეუფე შიო – პატრიარქის გარდაცვალებაზე: ეს ეპოქალური ადამიანი, უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის – მინდა მივუსამძიმრო ყველა ქართველს, მთელს საქრისტიანოს

მინდა მივუსამძიმრო ყველა ქართველს, მთელს საქრისტიანოს, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ჟურნალისტებს განუცხადა და პატრიარქის გარდაცვალება დაადასტურა.

მეუფის თქმით, ეს ეპოქალური ადამიანი, უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.

„მიჭირს იმის თქმა, რაც უნდა მოგახსენოთ. ამ რამდენიმე წუთის წინ განისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. ეს ეპოქალური ადამიანი, უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. მინდა მივუსამძიმრო ყველა ქართველს, მთელს საქრისტიანოს. ძალიან რთულია საუბარი, იმდენად დიდ პიროვნებაზე ვსაუბრობ“, – აღნიშნა შიომ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები