„როგორ იქმნებოდა „დედა ენა“ – გამოფენა გაიხსნა

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნა გამოფენა – „როგორ იქმნებოდა „დედა ენა“. ცენტრის ინფორმაციით, გამოფენა ეძღვნება დედა ენის პირველი ბეჭდური გამოცემიდან 150 წლის იუბილეს.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია იაკობ გოგებაშვილის არქივის ის ნაწილი, რომელიც დამთვალიერებელს შეახედებს კულისებში, როგორ იქმნებოდა ჩვენთვის გამორჩეული მნიშვნელობის სახელნაძღვანელო „დედა ენა”.
იაკობ გოგებაშვილის არქივი ინახავს უნიკალურ მასალას: „დედა ენისა” და „ბუნების კარისათვის” შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების სამუშაო ვერსიები – დაწერილი იაკობის ხელით, ქართული წერის დედნების შესახებ გამართული დისკუსია და გრაფემების მოხაზულობის თაობაზე გამართული სხდომის ოქმები, ქართული წერის დედნები თუ 1920 წლის „დედა ენის” სტამბური ლითონის კლიშეები, იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის” მიხედვით შექმნილი აფხაზური „დედა ენა”, ოსკარ შმერლინგის ხელით „დედა ენისათვის” შექმნილი ილუსტრაციების ორიგინალები და სხვ.
გამოფენის ფარგლებში ჩატარდება საგანმანათლებლო აქტივობა „დედა ენის” ბეჭდვის საიდუმლო” სკოლის მოსწავლეებისათვის. ისინი თავად შეძლებენ დაბეჭდონ “დედა ენის” 2 გვერდი.
გამოფენა 8 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები