პეტერ ფიშერი: გულწრფელად ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო, როგორც სულიერი მამა, ის წინ მიუძღოდა ერს სიხარულსა და მწუხარებაში

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ქართველ ხალხს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს.

მისი თქმით, როგორც სულიერი მამა, პატრიარქი წინ მიუძღოდა ერს სიხარულსა და მწუხარებაში.

„გულწრფელად ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. როგორც სულიერი მამა, ის წინ მიუძღოდა ერს სიხარულსა და მწუხარებაში.

გავიგე, რომ ის კარგად იცნობდა გერმანიას.

მშვიდობით განისვენოს მისმა უწმინდესობამ“, – წერს ფიშერი X-ზე.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები