ილია მეორეს ხვალ სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ხვალ სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ.

ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ერთად გადავწყვეტთ, რადგან ბევრი დეტალია შესათანხმებელი და ხვალ დილიდანვე გავაკეთებთ განცხადებას. ხვალ იქნება დასვენებული სამების ტაძარში“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები