საქართველოს მოქალაქე, რომელიც საზღვრის გადმოკვეთამდე პისიარ ტესტის დამადასტურებელ ნეგატიურ საბუთს წარმოადგენს, დაექვემდებარება 8-დღიან თვითიზოლაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადავა 12-დღიან თვითიზოლაციაში

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებმა საზღვის კვეთისას პისიარ ტესტის დამადასტურებელი უარყოფი შედეგის საბუთი უნდა წარმოადგინონ, ამ შემთხვევაში, 8-დღიან თვითიზოლაციაში გადავლენ.

მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭომ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული შეზღუდვები შეამსუბუქა.

,,საქართველოს მოქალაქე, რომელიც საზღრის გადმოკვეთამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებულ პისიარ ტესტის დამადასტურებელ ნეგატიურ საბუთს წარმოადგენს, დაექვემდებარება 8-დღიან თვითიზოლაციას, ხოლო ამ ტესტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ეს ადამიანი გადავა კარანტინის ნაცვლად 12-დღიან თვითიზოლაციაში. შესაბამისად, მას არ მოუწევს საკარანტინე სასტუმროებში განთავსება. იმ მოქალაქეების, რომელთაც თვითიზოლაციის საშუალება არ ექნებათ, სახელმწიფო განათავსებს კოვიდსასტუმროებში”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები