ირაკლი სესიაშვილი: ოპოზიციამ მიზანმიმართულად შექმნა პოლიტიკური კრიზისი, რათა სახელმწიფო და საერთო ეროვნული ინტერესები დაზიანდეს

“ამ პროცესში გარკვეულ რადიკალურ ოპოზიციას ვხედავთ, რომელიც ცდილობს, მავნებლობის ბოლო ელემენტამდე იბრძოლოს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი სესიაშვლმა განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც ოპოზიციამ მიზანმიმართულად შექმნა იმისთვის, რომ სახელმწიფო და საერთო ეროვნული ინტერესები დაზიანდეს. ამ ხელოვნურად შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის გზებს ყველა ვეძებთ – საერთაშორისო საზოგადოება, ჩვენი სამოქალაქო სექტორი და ხელისუფლება.
ამ პროცესში გარკვეულ რადიკალურ ოპოზიციას ვხედავთ, რომელიც ცდილობს, მავნებლობის ბოლო ელემენტამდე იბრძოლოს. მათი შიშია, რომ თუ გარკვეულ ლიდერებს აქვთ რადიკალური მიდგომები, ამ რადიკალურ მიდგომებს არ დაეთანხმონ პარტის ან ამ სიებში მყოფი სხვა ადამიანები, რაც მათთვის ვიწრო პოლიტიკური თვალსაზრისით პრობლემას წარმოადგენს. ცხადია, კანონმდებლობა არსებობს, რომელიც არეგულირებს, თუ როგორ ხდება უფლებამოსილებაზე უარის თქმა. ეს ინდუვიდუალურად ხდება. შესაბამისად, ეს კანონი, რა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები