რუსთაველის ფონდში, პროექტის ,,მეცნიერება კაპიტანია’’ ფარგლებში, ახალგაზრდა მეცნიერების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

რუსთაველის სამეცნიერო ფონდში წარმატებული ახალგაზრდა მეცნიერების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრის (ISTC) 25 წლის იუბილესთან დაკავშირებული ახალგაზრდა მეცნიერთათვის გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

როგორც ,,კვირას” ფონდიდან აცნობეს, ნინო გიორგაძე და თორნიკე ქიმერიძე რუსთაველის სამეცნიერო ფონდის სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ახალგაზრდა მეცნიერებს სიგელები გადასცა და სიტყვით მიმართა ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა სამუშიამ. ახალგაზრდა მეცნიერებს მომავალში წარმატებული საქმიანობა უსურვა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ხონელიძემ.

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრსა (ISTC) და რუსთაველის ფონდს აქტიური ურთიერთთანამშრომლობა აკავშირებთ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები